COVID-19 საქართველოში: ვითარება სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში

ამ დროისათვის სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით მოქმედ საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 55 ადამიანი.
Sputnik

თბილისი, 22 იანვარი – Sputnik. ბოლო 24 საათის განმავლობაში სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 73 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი. 

კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: ბოლო დღე-ღამის მონაცემები

რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 80 კოვიდ–პაციენტი, ფოთის ჰოსპიტალში – 37, აქედან ხუთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. სენაკის კლინიკა „სენამედში“ იმყოფება 37 პაციენტი, მათ შორის მძიმეა სამი პაციენტის მდგომარეობა. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 16 კოვიდ–ინფიცირებულია მოთავსებული, ოთხი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. აბაშის „ევექსის“ კლინიკაში მკურნალობს 18 პაციენტი. სენაკის „ლაზიკა მედიში“ კი 24.

გასულ დღე-ღამეში რეგიონის მასშტაბით 171 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის 903 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 251.974-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ნიკა ლატარია