ოზურგეთში მამაკაცი მოკლეს

მკვლელობა სავარაუდოდ დანით არის ჩადენილი. დანაშაული 7-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Sputnik

თბილისი, 21 იანვარი - Sputnik. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში 60 წლის მამაკაცი მოკლეს. იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცის ცხედარი სახლში მისმა ნათესავებმა იპოვეს. მათვე გამოიძახეს პოლიცია. მკვლელობა სავარაუდოდ ცივი იარაღითაა ჩადენილი. ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

მკვლელობის სხვა დეტალები არ საჯაროვდება.

საქმეზე გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.