მოსაზრება: საქართველო და ნატო – რას აძლევს და რას იღებს იგი

შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის სიგნალები ანტირუსული დღის წესრიგის განვითარებასა და რუსეთის გარშემო პრობლემების „ცეცხლოვანი წლის“ შეკვრის სურვილზე მეტყველებს.
Sputnik

კორექტივები შედის რუსეთის შეკავების გეგმებში. საამისოდ გამოყენებულები იქნებიან ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიც.

საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში ვიზიტს იწყებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 20 იანვარს ბრიუსელში გაფრინდა, სადაც ევროკავშირისა და ნატოს ლიდერებთან ოფიციალური შეხვედრები იგეგმება. ამ მნიშვნელოვანი მივლინების წინა დღეს ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ისე ისაუბრა საქართველოს ნატოში შესვლის თაობაზე, როგორც თითქმის გადაწყვეტილ საქმეზე:

„საქართველოს სურს, გახდეს ნატოს წევრი და რუსეთი ამას ხელს ვერ შეუშლის. გახდება თუ არა საქართველო ნატის წევრი - ეს მხოლოდ საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გადასაწყვეტია, ვინაიდან ყველაფერი დანარჩენი იქნება სუვერენული სახელმწიფოს სუვერენული უფლებების დარღვევა. რუსეთის გადასაწყვეტი არ არის, როგორ მოიქცევა საქართველო“.

სალომე ზურაბიშვილმა ჯერ კიდევ 2018 წელს განსაზღვრა თავისი პრეზიდენტობის პრიორიტეტებად საქართველოს შესვლა ევროკავშირსა და ნატოში. ამასთან მან აღნიშნა, რომ საქართველომ „დაბომბა თავისი მოსახლეობა, რისი უფლებაც არცერთ პრეზიდენტს არ აქვს“. პრეზიდენტობის დასაწყისში, მანამდე საფრანგეთის მოქალაქე ზურაბიშვილი, შეიძლება ნაკლებ ინფორმირებული და წინააღმდეგობრივი ყოფილიყო, მაგრამ უკვე ორი წელი გავიდა. დადგა დრო საქართველოსთვის აწონილდაწონილი და საბედისწერო გადაწყვეტილებების მიღებისა.

საქართველოს პარლამენტმა საგარეო პოლიტიკის შესახებ რეზოლუცია მიიღო

გაჭიანურებული დიალოგი

22 იანვარს საქართველოს ლიდერი ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას. აქ აუცილებლად უნდა გავიხსენოთ მრავალწლიანი რთული გზა. 2001 წელს პარლამენტმა მიიღო დადგენილება ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შესვლის პროცესის დაწყების შესახებ. გავიდა 19 წელი, საქართველო კი კვლავ „ინტენსიური დიალოგის“ სტადიაზეა. ნატოში შესვლამდე რჩება „მოქმედების გეგმა“, რომელიც უფრო მეტად ჰორიზონტის ხაზს მოგვაგონებს - ხილულსა და მიუღწეველს - საქართველოსადმი ნატოს წევრი ევროპული სახელმწიფოების სკეპტიკური განწყობის გამო. ეს შემაშფოთებელი ტენდენციაა გენერალური კურსისთვის. რაღაც ისე არ წავიდა.

ალიანსი ოფიციალურად მიიჩნევს რუსეთს თავის მთავარ სამხედრო საფრთხედ - დღეს და პერსპექტივაში 2030 წლამდე (მეორე ადგილზეა ჩინეთი, მესამეზე - საერთაშორისო ტერორიზმი“. ნატო თავისი სტრატეგიული კონცეფციის განახლებისთვის ემზადება, რომელშიც რუსეთი და ჩინეთი პირდაპირ დასახელდებიან დასავლეთის მტრებად. ამასთან დასავლელი სტრატეგები ტრადიციულად ანიჭებენ უპირატესობას რუსეთთან სხვისი ხელით ბრძოლას. ნატოში შესვლა ქართველ ხალხს უსაფრთხოებას კი არ აღუთქვამს, არამედ რეგიონში სამხედრო-პოლიტიკური დაძაბულობის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართულებით შეიარაღებული კონფლიქტების ალბათობის ზრდას. მეორე მხრივ, იოლი წარმოსაგენია ვაშინგტონის რეაქცია სუვერენული მექსიკის ან კანადის შესვლაზე ისეთ ორგანიზაციაში, როგორიცაა კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაცია.

ნატო ახალ წელს რუსეთში შეჭრის რეპეტიციით დაიწყებს. მზადება დიდი ომისთვის?

რუსეთის პოზიციის გაუთვალისწინებლობა ნატოს გაფართოებაზე პოსტსაბჭოთა სივრცეში შეუძლებელია. თუ ალიანს რაიმე უფლება აქვს თავისი თავდაცვის მოწინავე ხაზის განთავსებაზე ავღანეთში, ერაყში, ლიბიაში, მაშინ რუსეთშაც აქვს ასეთივე უფლება - და ის უკვე რეალიზებულია სირიაში.

რუსეთთან განსაკუთრებული ურთიერთობების ჭრილში ნატოს მნიშვნელოვანი მოკავშირე თურქეთი აბსოლუტურად არ არის დაინტერესებული კონფლიქტების ესკალაციაში შავი ზღვის რეგიონში. ანკარისთვის უფრო მოსახერხებელია, გეგმაზომიერად დაიმორჩილოს თბილისი ეკონომიკური მეთოდებით, ვიდრე საქართველოსთვის სასიცოცხლო სივრცე და ნატოში ახალი სტატუსი მოიპოვოს ბრძოლით.

სახარჯო მასალა

საქართველოს რეალური საფრთხეები მხოლოდ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხრიდან ელის. უფროსი პარტნიორების უმცროსებისადმი ცინიკური და დაუდევარი დამოკიდებულების მაგალითებისთვის შორს წასვლა საჭირო არ არის.

კარასინი: საქართველოში ნატო-ს აქტივობა მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობებზე მოქმედებს

აშშ-ს გეგმიურად გამოჰყავს თავისი ჯარები ავღანეთიდან, ხოლო ქართული 32-ე ბატალიონი 870-ზე მეტი სამხედრო შეამდგენლობით, იანვრის დასაწყისში როტაციის წესით გაემგზავრა ისლამურ რესპუბლიკაში – ავიაბაზა ბაგრამის დასაცავად, ნატოს არასაბრძოლო მისია „მტკიცე მხარდაჭერის“ ფარგლებში. თუ ამერიკელები ქვეყნიდან გადიან, რომელშიც თალიბები სათავეში მოდიან, მაშ, ვის დაუჭერენ მხარს ქართველი ჯარისკაცები ექვსი თვის განმავლობაში? აშკარაა, ისინი საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ეფარებიან მოკავშირეების გასვლას.

ნატოს კიდევ ერთი სახიფათო თავისებურება - ეს უმცროსი პარტნიორებისთვის მათი ბიუჯეტისთვის მაქსიმალურად ძვირადღირებული ამერიკული იარაღის თავს მოხვევაა. ეს ალიანსის საპროგრამო პრიორიტეტია უახლოესი 10 წლისთვის. და თბილისი ყოველწლიურად იძენს დიდი რაოდენობით იარაღს - ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნებს, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებს და ა.შ.

როგორც უკვე ითქვა ზემოთ, ქართველი ჯარისკაცები მრავალი წელია, რაც პენტაგონის ინტერესებს იცავენ ავღანეთში. მადლიერების ნიშნად კი ისმის მხოლო მომნუსხველი სიტყვები საქართველოს ისტორიული როლის შესახებ მსოფლიო პოლიტიკაში, საერთო ფასეულობებისა და ალიანსის მიერ რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის შესახებ...

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!