ყვითელი ამბები

„არასოდეს დაშორდეთ...“ - ცნობილი მოდელისა და ფეხბურთელის წყვილი შერიგდა

მარიამ გველესიანი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართველი გოგოა „ინსტაგრამ-სივრცეში“. ნახეთ რა სიახლეა მის ცხოვრებაში
Sputnik

ულამაზესი მარიამ გველესიანი სოციალურ ქსელებში დიდი პოპულარობით სარგებლობს და მუდმივად ყურადღების ცენტრშია. „ინსტაგრამზე“ მას 104 ათასი „ფოლოუერი“ ჰყავს. გარდა იმისა, რომ გამორჩეული გარეგნობა აქვს, გამომწერებს მისი პოზიტიური ხასიათიც ხიბლავთ.

საუკეთესო მეგობართან, ანანო სახელაშვილთან ერთად მარიამი „ლოტოს“ წამყვანია. ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებს, რომ ამ სამსახურში მისი მიღება ზღაპარს ჰგავს, რადგან ოცნების სამსახური შემთხვევით იპოვა, ანანოს გასაუბრებაზე წაყვა და შემთხვევით სხვა გასაუბრებაზე აღმოჩნდნენ.

მარიამი ფეხბურთელ გიორგი პაპავაზეა შეყვარებული. წყვილი უკვე რამდენიმე წელია ერთადაა და მათ სოციალური ქსელის მომხმარებლები განსაკუთრებულად გულშემატკივრობენ. როგორც ჩანს, წყვილს უთანხმოება ჰქონდა და დაშორდნენ, მარიამმა სოციალური ქსელებიდან მათი ყველა ერთობლივი ფოტო წაშალა, ამიტომ რამდენიმე დღის წინ მათ ერთობლივ ფოტოებს განსაკუთრებულად შეხვდნენ.

„შერიგებას გილოცავთ“, „მიხარია თქვენი ერთად ნახვა“, „ჩვენ ისე ველოდებოდით, მგონი ქორწილში არ უნდა გამოგვტოვონ“, „ასე არაფერი გამხარებია ამ შობა-ახალწელს, როგორც თქვენი ერთად დანახვა“, „ძლივს ისევ დავიჯერე სიყვარულის არსებობის“, „უმაგრესი წყვილი ხართ და არასოდეს დაშორდეთ ერთმანეთს, ბედნიერებას გისურვებთ“, - უწერენ წყვილს კომენტარებში.