ლევან გიგინეიშვილი: თითოეული მოვლენა უნდა დავაფასოთ-ასეთი მიდგომით სამყაროს ვასუნთქებთ

ლევან გიგინეიშვილი სამყაროს ფილოსოფიურ აღქმის შესახებ საუბრობს და ამ თემას სხვადასხვა მწერლის მოსაზრების საფუძველზე მიმოიხილავს.
Sputnik
ლევან გიგინეიშვილი: თითოეული მოვლენა უნდა დავაფასოთ-ასეთი მიდგომით სამყაროს ვასუნთქებთ
„ალბერ კამიუსთან ისე არის, რომ შენ უნდა გაანთავისუფლო სამყარო დაუშვებელი იერარქიზაციისგან. თითოეული მოვლენა უნდა დააფასო მისივე თავისუფლებაში. დაე, გამრავლდეს სამყარო. ნიცშე ამბობს, რომ მე ვარ დიდი განმათავისუფლებელი და სამყაროს ყველა ნივთს ვათავისუფლებო. ამით კი მათ თავისთავად ღირებულებასა და მნიშვნელობას ვანიჭებო“. -აცხადებს ლევან გიგინეიშვილი.

ფილოსოფოს ლევან გიგინეიშვილის აზრით: „ნივთებზე, რომლებიც შებოჭილი იყვნენ იდეებით და რაღაც გამაერთიანებელი წნეხით, ნიცშე აცხადებს, რომ მათ ეს წნეხი მოვუხსენიო. მისი აზრით, ცხოვრებას მაქსიმალურად უნდა მივცეთ ნაირფეროვნება და ფერადოვნება.“