ყვითელი ამბები

„საოცრებაა ეს გოჭი“ – ბერა ივანიშვილის უახლესმა ვიდეომ სოცქსელების მომხმარებლები მოხიბლა

სოციალურ ქსელში პოპულარულია ბერა ივანიშვილის უახლესი ვიდეო. ნახეთ რა ვიდეოკადრები გამოაქვეყნა ცნობილმა მუსიკოსმა.
Sputnik

ბერა ივანიშვილი მოსიყვარულე მამაა და ამის ამსახველ ფოტო- თუ ვიდეოკადრებს ხშირად აქვეყნებს სოციალურ ქსელში. მომღერალს და მოდელ ნანუკა გუდავაძეს ვაჟიშვილი – ბერუკა ივანიშვილი დაახლოებით ერთი წლის წინ შეეძინათ.

მუსიკოსი უკვე ორ წელიწადზე მეტია მოდის ბლოგერ ნანუკა გუდავაძესთან ქორწინებაში იმყოფება. კორონავირუსის პანდემიისას სოციალური პლატფორმები განსაკუთრებით აქტუალური გახდა. მუსიკოსმა ბერა ივანიშვილმა და მისმა მეუღლემ ნანუკა გუდავაძემ გადაწყვიტეს არ ჩამორჩნენ ტრენდებს და სახალისო ვიდეოებით გაანებივრონ მაყურებელი.

View this post on Instagram

A post shared by BERA (@beraofficial)

წყვილი „ფეისბუქის“ მხოლოდ მნიშვნელოვანი განცხადებების გასაკეთებლად გამოყენებას გეგმავს, ხოლო „ინსტაგრამის“ სივრცე მათთვის გასართობ საშუალებად იქცა. ნანუკას დაბადების დღეს სახალისო ვიდეო რომანტიკულმა გადაწყვეტილებამ ჩაანაცვლა. ბერა ივანიშვილმა მეუღლისადმი სიყვარული ამ ზღაპრული კადრებით გამოხატა.

View this post on Instagram

A post shared by BERA (@beraofficial)

ბერა და ნანუკა გუდავაძე 2018 წლის სექტემბერში დაქორწინდნენ. ახალბედა დედა იშვიათად ჩნდებოდა საზოგადოებაში, თუმცა ახლა აქტიურობას მოუმატა და ქმართან ერთად მისაბაძ კონტენტს ქმნის. ნათლობის შემდეგ წყვილი ბერუკას ფოტოებს ხშირად აქვეყნებს.