ყვითელი ამბები

ქართველი მუსიკოსის წარმატება: ანუშკა ჩხეიძის ალბომი პრესტიჟულ ჯილდოზეა წარდგენილი

ევროპის დამოუკიდებელი მუსიკალური კომპანიების ასოციაციამ, 22 წლის ქართველი მუსიკოსის ალბომი გასული წლის 25 ფავორიტ ნამუშევარს შორის შეიყვანა
Sputnik

თბილისი, 21 იანვარი – Sputnik. ქართველი მუსიკოსის, დიჯეის ანუშკა ჩხეიძის 2020 წლის ალბომი Halfie, რომელიც CES Records-ზე გამოვიდა, IMPALA-ს მუსიკალური დაჯილდოების ნომინანტია. მისი სახელი 25 მუსიკოსთა შორის მოხვდა.

ევროპის დამოუკიდებელი მუსიკალური კომპანიების ასოციაციამ, 22 წლის ქართველი მუსიკოსის ალბომი გასული წლის 25 ფავორიტ ნამუშევარს შორის შეიყვანა. არსებული სია მუსიკალურად მრავალფეროვანია და ფინური პოპიდან დაწყებული, ფრანგული ელექტრონული მუსიკით დამთავრებული ყველა სახისა და ქვეყნის მუსიკალურ მიმართულებას მოიცავს.

ქართველმა დიჯეიმ შექმნა ტრეკი და მას COVID-19 უწოდა

გასულ წელს აღნიშნული ჯილდო ცნობილ გერმანელ მუსიკოსს, Apparat-ის ალბომს ერგო – ამ წლის გამარჯვებული კი თებერვალში გამოვლინდება.

IMPALA – ევროპის მასშტაბით, დამოუკიდებელი მუსიკალური კომპანიების ასოციაციაა რომელიც 2000 წელს დაარსდა და მუსიკალურ ბიზნესში 5000-მდე მცირე ზომის ლეიბლსა და არტისტებს აერთიანებს.

ასოციაცია უკვე მეთერთმეტე წელია ატარებს „წლის ალბომის“ დაჯილდოვებას, სადაც დამოუკიდებელი ევროპული ლეიბლებიდან საუკეთესო ნამუშევარს არჩევს. გასულ წლებში აღნიშნული კონკურსის გამარჯვებულები იყვნენ ისეთ მუსიკოსები, როგორებიც არიან Apparat, Agnes Obel, José Gonzalez, Caribou, Guadalupe Plata, The xx, Adele, და Efterklang.