გამყრელიძე: უკვე ცნობილია, თავდაპირველად რომელი ჯგუფები აიცრებიან
© Sputnik
„გუშინ იყო მთავრობის ადმინისტრაციაში განხილვა, პრემიერი შეხვდა ექსპერტებსა და იმ საერთაშორისო ორგანიზაციებს ვინც მუშაობდა ამ გეგმაზე. ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო ჩართული მის შემუშავებაში. როგორც ვიცი, უკვე მოხდა დოკუმენტების წარდგენა და მთავრობის სხდომა როცა იქნება, დიდი ალბათობით დამტკიცდება“, – განაცხადა გამყრელიძემ.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ეროვნული გეგმა 65-გვერდიანია, მასში რვა მიმართულებაა გაწერილი და მისი მიზანია, მიმდინარე წელს მოსახლეობის 65 პროცენტამდე აიცრას. უკვე ცნობილია, თავდაპირველად რომელი ჯგუფები აიცრებიან. ესაა სამედიცინო პერსონალი, მოხუცთა სახლებში მყოფი მოხუცები და მათი მომვლელი პერსონალი.