აფეთქება მადრიდში: ნგრევა და მსხვერპლი – ფოტო

Sputnik

ძლიერი აფეთქება მოხდა პუერტა-დე-ტოლედოს რაიონში მადრიდში. დაინგრა ერთი შენობის ოთხი სართული, რომელშიც ეკლესია Iglesia de la Virgen de la Paloma-ს მსახური სასულიერო პირები ცხოვრობენ.

აფეთქების შედეგად დაიღუპა სამი ადამიანი, ერთი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ამის შესახებ ესპანეთის მთავრობის წარმომადგენელმა ხოსე მანუელ ფრანკომ განაცხადა.

აფეთქების ადგილთან ახლოს მდებარეობს მოხუცებულთა თავშესაფარი. მისი ბინადრები არ დაშავებულან, მოხდა მათი ევაკუაცია.

1 / 12
ოთხშაბათს ესპანეთის დედაქალაქის ცენტრში, ადგილობრივი დროით დაახლოებით 15:00 საათზე დიდი აფეთქება მოხდა
2 / 12
დაინგრა შენობის ოთხი სართული
3 / 12
შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა
4 / 12
ერთი კი უგზო-უკვლოდ დაიკარგა
5 / 12
მედიის ცნობით, დაშავებულია რვა ადამიანი, ერთ-ერთი მათგანი მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს საავადმყოფოში
6 / 12
ესპანეთის მთავრობის წარმომადგენელი ხოსე მანუელ ფრანკო აცხადებს, რომ აფეთქება ბუნებრივი გაზის გამო მოხდა
7 / 12
ფრანკოს თქმით. სახლში გაზის ქვაბის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა
8 / 12
დაიღუპა ერთი ქუჩაში მიმავალი ქალი და ორი შენობაში მყოფი ადამიანი
9 / 12
მაშველები ფიქრობენ, რომ ნანგრევების გაწმენდის შემდეგ მსხვერპლის რაოდენობა გაიზრდება
10 / 12
აფეთქების ეპიცენტრის მახლობლად მოხუცთა თავშესაფარი მდებარეობს
11 / 12
მისი ბინადრები არ დაშავებულან. მიმდინარეობს ევაკუაცია
12 / 12
ადგილზე მუშაობენ საგანგებო სიტუაციების სამსახურები, მეხანძრეები, ექიმები და პოლიცია