ყვითელი ამბები

ხუან და ქრისტინე ბაგრატიონები მშობლები გახდნენ – ნახეთ ახალშობილის ფოტო

ქართველი მეფეების შთამომავლების ხუან ბაგრატიონის და მისი მეუღლის ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეა. წყვილს ვაჟი შეეძინა.
Sputnik

თბილისი, 20 იანვარი – Sputnik. იოანე და ქრისტინე ბაგრატიონებს ვაჟი შეეძინათ. სა­სი­ხა­რუ­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ას იო­ა­ნე ბაგ­რა­ტი­ო­ნი „ფე­ის­ბუქ­ზე“ ავ­რცე­ლებს.

იო­ა­ნემ პირ­ველ შვილს მა­მის, ბაგ­რატ ბაგ­რა­ტი­ონ–მუხ­რა­ნე­ლის სა­ხე­ლი და­არ­ქვა. პრინ­ცის მამა 2017 წელს ეს­პა­ნეთ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

„დღეს 19 იან­ვარს, ნათ­ლის­ღე­ბის ბრწყინ­ვა­ლე დღე­სას­წა­ულ­ზე და­ი­ბა­და ჩვე­ნი ვაჟი ბაგ­რატ ბაგ­რა­ტი­ო­ნი. გი­ლო­ცავთ ყვე­ლას ნათ­ლის­ღე­ბას!“ – წერს იო­ა­ნე ბაგ­რა­ტი­ო­ნი და ახალ­შო­ბი­ლის ფო­ტო­საც ავ­რცე­ლებს.

ქრის­ტი­ნე და იო­ა­ნე (ხუან) ბაგ­რა­ტი­ო­ნებ­მა 2014 წელს ეს­პა­ნეთ­ში იქორ­წი­ნეს, სა­დაც ხელი მო­ა­წე­რეს. ქრის­ტი­ნე ცნო­ბი­ლი მო­დე­ლი გახ­ლდათ. იო­ა­ნე კი ეს­პა­ნეთ­ში მცხოვ­რე­ბი ბაგ­რა­ტი­ო­ნ–მუხ­რა­ნე­ლე­ბის შთა­მო­მა­ვა­ლია.

მის ძარ­ღვებ­ში რო­გორც ქარ­თვე­ლი, ისე ევ­რო­პე­ლი მო­ნარ­ქე­ბის სის­ხლი ჩქეფს. წყვი­ლი ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში და­სახ­ლდა, 2018 წელს მე­ო­რე ქორ­წი­ლი გა­და­ი­ხა­დეს და სვე­ტი­ცხო­ველ­ში ჯვა­რიც და­ი­წე­რეს. ქორ­წილს ევ­რო­პუ­ლი სა­მე­ფო ოჯა­ხე­ბი­დან მა­ღა­ლი რან­გის სტუმ­რე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ.