თურქეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

გავრცელებული ინფორმაციით, დაზარალებული პირი ასაკოვანი მამაკაცია, რომელსაც მეხსიერების პრობლემები აქვს.
Sputnik

თბილისი, 20 იანვარი – Sputnik. თურქეთში საქართველოს მოქალაქე 100-ზე მეტი ერთეული უძრავი ქონების უკანონოდ მითვისების ბრალდებით დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

გავრცელებული ინფორმაციით, ექვსმა პირმა, მათ შორის საქართველოს მოქალაქემ, მუღლის პროვინციაში მცხოვრები 84 წლის მამაკაცის საკუთრებაში არსებული ქონება მიითვისა. დაზარალებულ მოხუცს მეხსიერების პრობლემები აქვს.

პოლიციამ დაკავებულთა ნაწილი ჩვენების მიცემის შემდეგ გაათავისუფლა, ხოლო სამი პირის, მათ შორის, საქართველოს მოქალაქის საქმე სასამართლოს გადაეცა.