ყვითელი ამბები

„ბურთი გადაუვარდა წყალში ...“ - თიკა ფაცაციას ძმა მდინარეში დაიხრჩო - უცნობი ისტორია

თიკა ფაცაციას დედამ მანანა ფაცაციამ ცხოვრების ტკივილზე საჯაროდ კიდევ ერთხელ ისაუბრა და საზოგადოებას გარდაცვლილ შვილთან დაკავშირებით მოუყვა
Sputnik

ტელეწამყვან თიკა ფაცაციას ოჯახში დიდი ტრაგედია მაშინ დატრიალდა, როცა ის 3 წლის იყო. მას 9 წლის ძმა გარდაეცვალა. თიკას დედა მანანა ფაცაცია ჟურნალ „რეიტინგთან“ ყვება, რომ ეს ამბავი პიონერთა ბანაკში მოხდა, ბავშვები, რომლებსაც არ ეძინებოდათ, პიონერხელმძღვანელმა საღამო ხანს საბანაოდ წაიყვანა, მათ სავარაუდოდ, ბურთი გადაუვარდათ წყალში და მისი ვაჟი ამ დროს დაიხრჩო.

თიკას დედა ამბობს, რომ მიიღო გადაწყვეტილება, კიდევ გაეჩინა შვილი, უარი თქვა მოჭადრაკის კარიერაზე და ცხოვრება შვილებს მიუძღვნა. თიკა ფაცაციას ულამაზესი დედა ჰყავს. მანანა ფაცაცია უფროსი ქალიშვილის დახმარებით მოდურად გამოიყურება. თიკა და მანანა ფაცაციები სხვადასხვა გადაცემებში ერთობლივად ხშირად ჩნდებოდნენ. მათი დუეტი საზოგადოებამ მალევე შეიყვარა, რადგან გულახდილი მანანა ფაცაცია თიკას ბავშვობის ისტორიებს განსაკუთრებული იუმორით იხსენებდა.

„ყველაფერი, რაც ვარ მე - არის დედაჩემი. მთავარი გულშემატკივარი, კრიტიკოსი, ყველაზე დიდი მეგობარი დედაა. თითოეულ ჩემ გამოსვლას დედაჩემი აკონტროლებს. მის სიტყვას ჩემთვის ძალიან დიდი ძალა და ფასი აქვს“, – ამბობს თიკა. საქართველოში არ არსებობს ადამიანი, რომელიც თიკაზე ნეგატიურ კონტექსტში ისაუბრებს. მისი გარეგნობა, მშვიდი საუბარი, ხმის ტემბრი და ოჯახი უამრავ ადამიანს მოსწონს.

ცნობილი ქართველი მოდელისა და ტელეწამყვანის პირად ცხოვრებას განიხილავენ, მაგრამ თიკა საკუთარ ოჯახზე ყვითელ პრესასთან თუ მოდურ ჟურნალ-გაზეთებში არასდროს საუბრობს. ყველა ინტერესდება მისი ბიზნესმენი ქმრით, ულამაზესი შვილებით, მშობლებით.