რუსთავში 12 წლის გოგონა მესამე სართულიდან გადმოვარდა

არასრულწლოვანი მრავლობითი მოტეხილობებით იაშვილის კლინიკაში მოათავსეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
Sputnik

თბილისი, 20 იანვარი – Sputnik. რუსთავში საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან 12 წლის მოზარდი გადმოვარდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

შემთხვევა რუსთავში გუშინ, გვიან ღამით მოხდა.

გავრელებული ინფორმაციით, 12 წლის გოგონა საკუთარი ბინის აივანზე იდგა, რა დროსაც შეუძლოდ გახდა და გადმოვარდა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.

დაშავებული რუსთავის საავადმყოფოში, მოგვიანებით კი იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.