ქართველი კარატისტების წარმატება ევროპირველობაზე: ორი ოქრო და ორი ბრინჯაო

ანტვერპენში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველომ ოთხი მოპოვებული მედლით გუნდური პირველობა გაიფორმა. ჩემპიონატში მონაწილეობას 24 ქვეყანა იღებდა
Sputnik

თბილისი, 20 იანვარი - Sputnik. ევროპის ჩემპიონატზე კონტაქტურ კარატეში ქართველმა მებრძოლებმა ოთხი მედალი მოიპოვეს.

ხუთი წლის მსოფლიო ჩემპიონი კარატეში – გურული გოგოს წარმატება ვირჯინიაში

ევროპირველობა ბელგიის ქალაქ ანტვერპენში გაიმართა, სადაც ლაშა ხაჭაპურიძის მიერ გაწვრთნილმა ქართველმა კარატისტებმა ორი ოქროსა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიგეს.

ევროპის ჩემპიონის ტიტული სერგო მოვსესიანმა (65 კგ) და ლაშა ოზბეთელაშვილმა (75 კგ) მოიპოვეს, ამავდროულად ისინი მსოფლიო ჩემპიონატის ლიცენზიანტები გახდნენ. გუნდურ ჩემპიონობაში წვლილი შეიტანეს თენგიზ ბასტოიანმა (75 კგ) და ოთარ ესიტაშვილმაც (85 კგ), ისინი თავიანთ წონით კატეგორიებში ბრინჯაოს მედლებს დასჯერდნენ.

აღნიშნული შედეგით საქართველომ გუნდურ ჩათვლაში 24 ქვეყანას შორის პირველი ადგილი დაიკავა.