ძაღლი პატრონის კოცნისას უცნაურ ხმებს გამოსცემს – ვიდეომ სოციალური ქსელი გაამხიარულა

ადამიანების უმეტესობას ჰგონია, რომ ძაღლს უყვარს მოფერება და ჩახუტება, მაგრამ ძაღლების უმრავლესობას ეს არ სიამოვნებს, განსაკუთრებით, ბავშვების უხეში მოფერება, როდესაც ყურებს ან ბეწვს ქაჩავენ და ა.შ.
Sputnik

ვიდეოში ჩანს, რა რეაქცია აქვს ჰასკს პატრონის კოცნაზე. როგორც ჩანს, ცუგა ან დაღლილია და ძილი უნდა, ან, ზოგადად, არ უყვარს, როდესაც მის მიმართ სიყვარულს ასე გამოხატავენ.

ვიდეომ სოციალური ქსელის მომხმარებლები გაამხიარულა.