აუცილებელია გამოჯანმრთელებული პაციენტების განმეორებითი ჰოსპიტალიზაციის აღრიცხვა

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი კორავირუსისგან გამოჯანმრთელებულ ადამიანებში გამოწვეულ გართულებებსა და პოსტკოვიდურ ნიშნებზე საუბრობს
Sputnik
აუცილებელია გამოჯანმრთელებული პაციენტების განმეორებითი ჰოსპიტალიზაციის აღრიცხვა
„კოვიდინფიცირებული პაციენტების  თითქმის 70% ზე მეტს, ერთი სიმპტომი მაინც რჩება განკურნების შემდეგ, მაგრამ აქ ლაპარაკია მძიმე პაციენტებზე, რომლებიც მკურნალობდნენ საავადმყოფოში. ისინი განიკურნენ, გაეწერნენ და ისევ დაბრუნდნენ საავადმყოფოში. საუბარია მძიმე ფონური დაავადების მქონე ადამიანებზე, რომლებსაც გაუმწვავდათ თავიანთი დაავადება. ძირითადი გართულება იყო ფილტვის მოგვიანებითი დაავადებები, იყო ასევე თირკმელი, დიაბეტი და ასე შემდეგ. ამიტომ განსაკუთრებულად საყურადღებოა ქვეყანაში მოხდეს ამ ტიპის  განმეორებითი ჰოსპიტალიზაციის აღრიცხვა, რათა ჯანდაცვის სექტორმა იცოდეს ადამიანების რამდენი პროცენტი შეიძლება მობრუნდეს სამკურნალოდ“ - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

კულუმბეგოვის რეკომენდაციით კოვიდგადატანილმა პირებმა რომელთა ჯანმრთელობის მდგომაორებაც მძიმე იყო აუცილებლად სრული სამედიცინო გამოკლვევა უნდა ჩაიტარონ.