ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მატარებელი მანქანას შეეჯახა

მატარებელი თოვლისგან წმენდდა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მონაკვეთს, რომელიც ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში გადის
Sputnik

თბილისი, 18 იანვარი – Sputnik. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოროჯალართან სარკინიგზო გადასასვლელზე სპეციალური მატარებელი, რომელიც ლიანდაგებს თოვლისგან წმენდდა, ავტომობილს შეეჯახა, იუწყება ადგილობრივი რადიოსადგური NOR.

მსუბუქ ავტომობილში, რომელიც ლიპყინულის გამო გადასასვლელზე გაიჭედა, ნინოწმინდის მკვიდრი ახალგაზრდა ცოლ-ქმარი იმყოფებოდნენ. მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქალი და მამაკაცი ახალქალაქის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ავარიის ადგილზე პოლიცია მუშაობს.

ლანჩხუთში ქალს მატარებელი დაეჯახა

სპეციალური მატარებელი თოვლისგან წმენდდა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მონაკვეთს, რომელიც ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში გადის.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 275-ის მუხლის მეორე პუნქტით, რაც გულისხმობს „რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა სპეციალურად ევალება, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია, ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ“.

ბაქო-თბილისი-ყარსის მარშრუტით ავტომობილებით დატვირთულმა საიუბილეო კონტეინერმა გაიარა

ბაქო-თბილისი-ყარსი საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი ახალი სარკინიგზო მარშრუტია, ის ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ლოჯისტიკური დერეფნის ნაწილს წარმოადგენს. რკინიგზის მონაკვეთი სატესტო რეჟიმში 2017 წლიდან მუშაობს.

ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზა აზერბაიჯანი–საქართველო–თურქეთის სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების (2007 წელს) საფუძველზე აშენდა. პროექტის რეალიზება 2008 წელს დაიწყო, ხოლო რკინიგზაზე სატვირთო მოძრაობის გახსნის ცერემონია 2017 წლის 30 ოქტომბერს გაიმართა.

საწყის ეტაპზე ტვირთის გადაზიდვის მოცულობა იქნება 6,5 მილიონი ტონა ტვირთის დონეზე, ასევე გადაყვანილი იქნება ერთ მილიონამდე მგზავრი. მომავალში სატრანსპორტო დერეფნის გამტარუნარიანობა შეიძლება გაიზარდოს 20 მლნ ტონა ტვირთამდე და 3 მილიონ მგზავრამდე.