მუტანტი სოკოს საფრთხე კოვიდ-საავადმყოფოებში: მეცნიერები საშიშროებაზე ალაპარაკდნენ

მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნის კოვიდ-სტაციონარების რეანიმაციულ განყოფილებებში უკვე გამოვლინდა მუტანტი სოკოს შემთხვევები და ლეტალური შედეგები.
Sputnik

თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. კორონავირუსის ინფექციასთან ბრძოლამ შესაძლოა მედიკამენტების მიმართ მდგრადი (რეზისტენტული) სოკო Candida auris-ის მასიური აფეთქებები გამოიწვიოს სტაციონარში მოთავსებულ პაციენტთა შორის, იუწყება მასმედია მეცნიერებზე დაყრდნობით.

კოვიდის გადამდებობა და ებოლას ლეტალობა: დაფიქსირდა საშიში „დაავადება X“

როგორც ირკვევა, Candida auris-ს სწრაფი შიდასტაციონარული გავრცელების უნარი აქვს და უმეტეს შემთხვევაში რეანიმაციაში მყოფი პაციენტების სიკვდილის მიზეზი ხდება.

როგორ მეცნიერები ირწმუნებიან, სოკოთი დაინფიცირების დიდი რისკის ქვეშ არიან ავადმყოფები, რომელთაც სასუნთქ და კვების მილებს და ასევე სხვა სახის კათეტერებს უდგამენ. ასეთი მანიპულაციები ძალიან გახშირდა კორონავირუსის პანდემიის დროს – დაავადებასთან დაკავშირებული სუნთქვის უკმარისობის გამო.

როგორც კლინიკური მიკოლოგიის, ალერგოლოგიისა და იმუნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნიკოლაი კლიმკო აცხადებს, ეს მუტანტი სოკო უკვე გამოვლინდა მოსკოვისა და პეტერბურგის საავადმყოფოებში. ის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს, ვინაიდან Candida auris-ის იდენტიფიცირება ძალზე რთულია. ამის გაკეთება მხოლოდ მსხვილ ცენტრებშია შესაძლებელი.

ექიმმა ასევე აღნიშნა, რომ სტაციონარებში პრეპარატ „ფლუკონაზოლის“ გადაჭარბებული გამოყენების გამო არსებობს ალბათობა, რომ პრეპარატების მიმართ მდგრადობა გაიზრდება Candida-ს გვარის სხვა სოკოებშიც.

„ექიმებს უყვართ ამ პრეპარატის დანიშვნა. მაგრამ უკვე ახლა ამ საშუალების მიმართ რეზისტენტობა რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში დაახლოებით 30 პროცენტია. მომავალში კი წამლების მიმართ მდგრადი სოკოვანი ინფექციების რაოდენობა კიდევ მეტად მოიმატებს“, — განმარტავს კლიმკო.

კორონავირუსულ სტაციონარებში საშიში სოკოვანი ინფექციის აფეთქების თაობაზე ამ დროისათვის უკვე იუწყებიან მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მედიკოსები.