ყვითელი ამბები

ლიკა ქავჟარაძე მაკა ჩიჩუას შვილის ნათლია იყო – უცნობი ფოტო

მაკა ჩიჩუა საქართველოს პირველი ლედი 2014 წელს გახდა, გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციიდან ერთი წლის შემდეგ.
Sputnik

ქორწილში მათი მეჯვარეები იყვნენ შვილები პირველი ქორწინებიდან, ბავშვობის მეგობრები – მაშო ჩიჩუა და ანა მარგველაშვილი. სწორედ მათ გააცნეს ერთმანეთს მომავალი მეუღლეები. 2015 წელს ჩიჩუას და მარგველაშვილს ვაჟი თეიმურაზი ეყოლათ, 2018 წელს კი – თომა.

მაკა ჩიჩუას ტელევიზიაში მუშაობის გამოცდილება აქვს. იგი იყო „რუსთავი 2“-ის შოუ „ნიჭიერის“ ჟიურის წევრი, ტელევიზიაში გრიმიორადაც უმუშავია.

ყოფილი პირველი ლედი არასდროს ყოფილა დაკავებული პოლიტიკით. მას დამთავრებული აქვს სამხატვრო აკადემია, გადაღებულია კლიპებსა და მხატვრულ ფილმებში. ეხმარებოდა შშმ ბავშვებს.

მაკა ჩიჩუას „ფეისბუქის“ პირად გვერდზე გამოქვეყნებული აქვს ცნობილი ქართველი მსახიობის ლიკა ქავჟარაძის და მისი პირველი შვილის მაშო ჩიჩუას ფოტო. აღმოჩნდა, რომ ცნობილმა მსახიობმა მაშო 1992 წელს მონათლა. ქართველი კინომსახიობი ლიკა ქავჟარაძე ორი წლის წინ 57 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ახლობლებმა თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

მასალა განახლებულია (პირველადი ვერსია გამოქვეყნდა 2019 წლის 28 სექტემბერს)