ლანჩხუთში ქალს მატარებელი დაეჯახა

გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
Sputnik

თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. ლანჩხუთში ქალს მატარებელი დაეჯახა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

60 წლამდე ასაკის ქალი ადგილზევე გარდაიცვალა.

შემთხვევა დღეს დაახლოებით 17:00 საათზე მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მეოთხე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.