როდის არის ჯანჯაფილი საზიანო: ექიმი გაფრთხილებთ

მიუხედავად უამრავი დადებითი თვისებისა, ირკვევა, რომ ჯანჯაფილის მიღება ზოგ შემთხვევაში კატეგორიულად დაუშვებელია.
Sputnik

თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. ჯანჯაფილი (იმბირი, კოჭა) ცნობილია მრავალი სასარგებლო თვისებით, თუმცა ზოგმა ადამიანმა ის არ უნდა გამოიყენოს, განუცხადა რადიო Sputnik-ს თერაპევტმა და დიეტოლოგმა მარია ჩერნიაევამ.

ჯანჯაფილის კომპრესი, რომელიც 3 საათში ხსნის ხველას და ასუფთავებს ფილტვებს

მისი თქმით, ჯანჯაფილი ძალიან სასარგებლო მცენარეა, ის შეიცავს ბევრ ვიტამინსა და სასარგებლო მიკროელემენტებს, არის ძლიერი ანტიოქსიდანტი, აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისებები, აჩქარებს მეტაბოლურ პროცესებს და ხელს უწყობს იმუნიტეტის შენარჩუნებას.

„ჯანჯაფილი შეგიძლიათ ნებისმიერი ფორმით მიიღოთ. ის საკმაოდ უნივერსალური პროდუქტია. მაგალითად, მშრალი სახით ჯანჯაფილი თვისებებს ხანგრძლივად ინარჩუნებს. შეგიძლიათ გამოიყენოთ ჯანჯაფილის ნედლი ფესვი, ჩამოხეხოთ, აურიოთ თაფლში, დაამატოთ ჩაიში, მოამზადოთ სხვადასხვა სასმელი, ნაყენი“, — აღნიშნავს დიეტოლოგი.

გარდა ამისა, აზიის ქვეყნებში ჯანჯაფილს უმატებენ წვნიანებსა და სანელებლებს და ასევე მიირთმევენ მარინადის სახითაც, რაც ასევე ძალიან სასარგებლოა, ვინაიდან აქვს ანტიბაქტერიული, ანტიპარაზიტული ეფექტი.

ექიმის თქმით, მიუხედავად უამრავი სიკეთისა და გადაჭარბების დოზის არარსებობისა, მაინც არ ღირს იმბირის კილოგრამობით მოხმარება. უკეთესია, თუ მას რაიმეზე დანამატის სახით მიიღებთ დღეში 80–100 გრამის ოდენობით.

მკურნალობა ხალხური მეთოდებით. ჯანჯაფილი>>

ამასთან, სპეციალისტი ხაზს უსვამს, რომ არსებობს შემთხვევები, როდესაც ჯანჯაფილი უკუჩვენებებს იწვევს.

„ჯანჯაფილს შეუძლია გააძლიეროს სისხლის გამათხელებელი პრეპარატების მოქმედება, ვინაიდან მას თავად აქვს სისხლის გამათხელებელი ეფექტი. გარდა ამისა, კოჭამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ნაღვლის ბუშტის დაავადებების დროს, რადგან ნაღველდენა იზრდება. კუჭის ლორწოვანი გარსის ზოგი ანთებითი ცვლილების გამწვავების დროსაც უკეთესი იქნება, ეს პროდუქტი ბოროტად არ გამოიყენოთ“, — განმარტა ჩერნიაევამ.