დიეტური, გემრიელი, სასარგებლო – გოგრის დესერტი

დიეტური ნუგბარი, რომლის რეცეპტსაც გთავაზობთ, ძალიან გემრიელია, ნაკლებად კალორიულია და თანაც სწრაფად მზადდება.
Sputnik

გთავაზობთ დიეტური, დაბალკალორიული ნუგბარის რეცეპტს, რომელიც გოგრისგან მზადდება, თან სწრაფად – სულ რაღაც 15 წუთში.

დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

გოგრის რბილობი — 200 გრამი

ხაჭო 0%-იანი — 100 გრამი

კვერცხი — 1 ცალი

ქიშმიში — 20 გრამი

ვანილი, დარიჩინი — გემოვნებით

მომზადების წესი:

გოგრა გავხეხოთ მსხვილ სახეხზე. ხაჭო, კვერცხი და ქიშმიში ავურიოთ ერთმანეთში. დავაწყოთ ტაფაზე ფენებად — გახეხილი გოგრა, შემდეგ — ხაჭო კვერცხით. გამოვაცხოთ 200 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 15 წუთის განმავლობაში.

დაემშვიდობეთ სისხლში მაღალ ქოლესტერინს, გლუკოზას, ლიპიდებსა და ტრიგლიცერიდებს>>

ამ დესერტის მიღება შეუძლიათ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ადამიანებსაც, თუმცა ასეთ შემთხვევაში სასურველია ინგრედიენტებიდან ქიშმიში ამოვიღოთ.