ხმაური ყურებში: დასახელდა სერიოზული დაავადებები, რომლებზეც ეს სიმპტომი მიანიშნებს

ტინიტუსის, ანუ ყურებში ხმაურის სამკურნალო წამალი არ არსებობს. ეს ხმა პაციენტებმა შეიძლება სხვადასხვაგვარად აღიქვან, მაგალითად, როგორც გუგუნი, შუილი, სტვენა თუ ჭრიჭინების ჭრიჭინი.
Sputnik

თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. ყურებში რეგულარული ზუზუნი შეიძლება ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებზე მიუთითებდეს, იუწყება გამოცემა Express ამერიკელი მკვლევარების მონაცემებზე დაყრდნობით.

როგორი ყურსასმენები იწვევს სიყრუეს და რატომ: ოტოლარინგოლოგები გვაფრთხილებენ

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ყურებში შუილი — ტინიტუსი ორგანიზმში ვიტამინ B12-ის ნაკლებობაზე მიანიშნებს. ეს წყალში ხსნადი ვიტამინი, რომელსაც კობალამინსაც უწოდებენ, პასუხისმგებელია არა მარტო ნერვული სისტემის მუშაობაზე, არამედ ერითროციტებისა და დნმ-ის გამომუშავებაშიც მონაწილეობს.

ექსპერტების აზრით, B12 ასევე საჭიროა მიელინის — დამცავი გარსის წარმოსაქმნელად, რომელიც ნერვებს აკრავს. ამ ვიტამინის დეფიციტი ნერვებს შორის კავშირის გაუარესებას იწვევს, რამაც შეიძლება ყურებში ხმაურის განვითარებას შეუწყოს ხელი.  

შიზოფრენიის წინაპირობა: ვიტამინი, რომელიც აუცილებლად უნდა მიიღონ ორსულებმა>>

გარდა ამისა, ორგანიზმში B12-ის დეფიციტი შეიძლება ხელებსა და ფეხებში ჩხვლეტისა და დაბუჟების, კუნთების სისუსტისა და რეფლექსების დაკარგვის მიზეზიც გახდეს.

ტინიტუსი არის ზუზუნი ან ხმაური ყურებში გარე აკუსტიკური სტიმულის გარეშე. ეს შეგრძნება პაციენტებმა შეიძლება აღიქვან როგორც გუგუნი, შუილი, სტვენა, ზარის ან წყლის წვეთების ხმა, ჭრიჭინების ჭრიჭინი.

ტინიტუსის სამკურნალო წამალი ჯერ კიდევ არ არსებობს. თუმცა პრაქტიკაში გამოიყენება მკურნალობის კონსერვატიული მეთოდი: მედიკამენტოზური თერაპია, ფიზიოთერაპია, რეფლექსოთერაპია და პროთეზირება.