„წერტილოვანი ლოკდაუნი“: ვინ მუშაობს პანდემიის დროს საქართველოში - ფოტო

Sputnik

შეზღუდვები ყველას არ შეხებია, მაგრამ განსაკუთრებით საზიანო აღმოჩნდა ტურისტული სფეროსთვის (დანაკარგმა 96% შეადგინა), რომელზეც გავლენა იქონია როგორც ლოკალურმა, ისე გლობალურმა შეზღუდვებმა.

პანდემია და შეზღუდვები: რა სახის ტრანსპორტით სარგებლობენ თბილისელები - ფოტო

მუშაობა დროებით შეწყვიტა საზკვების ობიექტებმა, არასასურსათო სავაჭროებმა და საწარმოებმა, კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტულმა დაწესებულებებმა.

თუმცა არსებობს პროფესიები, რომლების შეჩერებაც კოლაფსის მიზეზი შეიძლება გახდეს - ეს პროფესიები პირდაპირ კავშირშია საზოგადოების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სისტემებთან.

პანდემიის პირობებში ყველა ჩვენგანს გვახსენდება ექიმები, პოლიციელები, მეხანძრეები, თუმცა მათი სრული ჩამონათვალი გაცილებით დიდია. არსებობს პროფესიები, რომლებიც ყველას არ ახსენდება.

სიხარული და ნაღვლიანი ღიმილი: თბილისელები და ძველით ახალი წელი - ფოტო

მათი სოციალური დიაპაზონი საკმაოდ დიდია. მეეზოვეებიდან დაწყებული, რომლებიც გარეშეც მეგაპოლისიც კი ორ დღეში ნაგვით დაიფარება, ბანკირები, კავშირგაბმულობის სპეციალისტები, ჟურნალისტები. აღარაფერს ვიტვყით ფერმერებზე, რომლებიც ყველა ჩვენგან საკვებით უზრუნველგვყოფენ.

სხვა სფეროებშიც ოპერატიულად მოერგნენ ახალ მოთხოვნებს, გამოიჩინეს კრეატივი და შემოქმედებითობა.

მაგალითად, რესტორნებმა ადგილზე მიტანის სერვისი დანერგეს, დიდმა მაღაზიებმა კი ინტერნეტით ვაჭრობა წამოიწყეს საკმაოდ წარმატებით.

ინოვაციურმა ტექნოლოგიებმა საგანმანათლებლო სისტემასა და მართვით სფეროებში დისტანციურად მუშაობის სრულფასოვან რეჟიმზე გადასვლის და კატასტროფული დანაკარგების თავიდან აცილების შესაძლებლობა მოგვცა.

თბილისის ქუჩებში ადვილად შენიშნავთ მათ, ვინც საკუთარ პროფესიულ საქმიანობას ეფექტურად ასრულებს და კორონავირუსს არ უშინდება.

1 / 14
ყველა სფეროში საჭიროა საწვავი, მათ შორის კერძო ტრანსპორტიც, რომელმაც შეზღუდვების ფონზე ავტობუსები და მეტრო ჩაანაცვლა
2 / 14
საწვავი სასწრაფოსაც ჭირდება, თუმცა აქ უფრო მნიშნელოვანი ექიმები არიან. სასწრაფო დახმარების დაახლოებით ხუთი ათასი თანამშრომელი დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში მზად არიან დაეხმარონ მოქალაქეებს
3 / 14
გიცდიათ რამდენიმე დღის განმავლობაში სახლიდან ნაგავი არ გაგეტანათ? ალბათ გაგრძელება საჭირო არცაა. სწორედ ამიტომ ქალაქის მეეზოვეების შრომა ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ეს პროფესია ყოველთვის ნაკლებად შესამჩნევი და დაუფასებელია
4 / 14
ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებით აქტუალური გახდა მიტანის სერვისი, ტევადმა სატვირთოებმა, ფაქტობრივად, მაღაზიები ჩაანაცვლა
5 / 14
თუმცა, დროის დაზოგვის თვალსაზრისით, მოპედი უკონკურენტოა. მისთვის არ არსებობს საცობები და რეგულაციები - მკაცრი სატრანსპორტო შეზღუდვების დროს საქართველოში ხშირად ხუმრობდნენ, რომ მზად იყვნენ ბინა გადაეცვალათ მოპედზე. ახალგაზრდებისთვის ეს შესანიშნავი საშუალებაა გადაადგილებისათვის და თანხის გამოსამუშავებლად
6 / 14
სოფლის ნობათი თბილისელების რაციონის ძირითადი ნაწილია. ამ ეტაპზე გარევაჭრობა არ იკრძალება
7 / 14
ყვავილები ასევე განეკუთვნება აგრარული პროდუქციის კატეგორიას. მართლაც, ფერადი მცენარეები საუკეთესო საზრდოა სულისათვის!
8 / 14
ელექტროკავშირში წყვეტა თავის მხრივ არანაკლებ საზიანობა, ვიდრე პანდემია. ცივილიზებული ადამიანისთვის და თანამედროვე ინფრასტრუქტურისთვის ელექტროენერგია უმნიშვნელოვანესია
9 / 14
პროფილაქტიკური სამუშაოები უსაფრთხოების საფუძველია. ამწეზე დგომა, ალბათ საშიშია, თუმცა არა პროფესიონალებისათვის. მითუმეტეს, რომ ასეთ სიმაღლეზე კორონავირუსით ინფიცირების რისკი პრაქტიკულად არ არსებობს
10 / 14
მასწავლებლებისთვისაც საკმაოდ რთული ვითარებაა. მათ დილიდან დაღამებამდე უწევთ კომპიუტერის ეკრანის საშუალებით ეურთიერთონ აღსაზრდელებს, რის გამოც მუდამ სახლში უწევთ ყოფნა
11 / 14
ჟურნალისტების გარეშე ბევრ რამეს ვერ გავიგებდით კორონავირუსისა და სხვა მოვლენების შესახებ
12 / 14
პოლიცია კი ყოველთვის მზადაა დაიცვას წესრიგი და საზოგადოებრივი ჯანმრთელობა ფართო გაგებით
13 / 14
საგადასახადო სისტემა თანამედროვე საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია. საბანკო სერვისების დიდი ნაწილი დისტანციურადაა ხელმისაწვდომი, თუმცა მოსახლეობისთვოს. საბანკო სისტემის თანამშრომლები კი კვლავ განაგრძობენ მუშაობას, ცხადია, უსაფრთხოების წესების დაცვით
14 / 14
სხვა დანარჩენებს მოუწევთ მოიცადონ. საქართველოში ჯერ კიდევ მოქმედებს შეზღუდვები. უამრავი სავაჭრო და მომსახურების ობიექტი დაკეტილია. იმედია, ეს ყველაფერი მალე დასრულდება და უკეთესი დრო მოვა, რადგან სილამაზისა და კულტურის გარეშე სამყარო განწირულია