სუმო: ტოჩინოშინმა წლის პირველ ბაშოზე მესამედ გაიმარჯვა

ლევან გორგაძის ანგარიშზე ექვსი მარცხი და სამი მოგებაა. მიმდინარე ბაშოზე დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად ქართველს ექვსი შეხვედრიდან ხუთი გამარჯვება სჭირდება.
Sputnik

თბილისი 18 იანვარი – Sputnik. ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ 2021 წლის პირველ ბაშოზე გამარჯვება მოიპოვა.

ქართველმა სუმოისტმა იანვრის ჰაცუ ბაშოს წინ რეიტინგში პოზიციები გაიუმჯობესა

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე სუპერტურნირზე ტოჩინოშინმა მე-9 ორთაბრძოლა გამართა და მესამე გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა მე-7 მაეგაშირა მეისეის უვატედაშინაგეს ილეთით სძლია.

ლევან გორგაძის შემდეგი მეტოქე კომოსუბი ტაკაისუ იქნება, რომელსაც ამ ეტაპზე ხუთი მოგება და სამი მარცხი აქვს.

აღსანიშნავია, რომ ჩატარებული ცხრა შეხვედრიდან ლევან გორგაძის ანგარიშზე ექვსი მარცხი და სამი გამარჯვებაა. ქართველ სუმოისტს ბაშოზე დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად დარჩენილი ექვსი შეხვედრიდან ხუთ ორთაბრძოლაში გამარჯვება მართებს.