რამაზ გიგაური: განდიდების მანია არ მჭირს, მაგრამ კარგი ასტროლოგი ვარ და ვერ მომატყუებ

რამაზ გიგაური საუბრობს იმაზე, რომ ჰოროსკოპი ის მოცემულობაა, რაშიც ჩვენ გავჩნდით, ეს კოსმობიოლოგიური საათია.
Sputnik
რამაზ გიგაური: განდიდების მანია არ მჭირს, მაგრამ კარგი ასტროლოგი ვარ და ვერ მომატყუებ
„ჰოროსკოპით ჩვენ საკუთარ პოტენციალს ვიგებთ, იმას, თუ რა თვისებები გვაქვს, გამარჯვება სადაა, რა მიდრეკილებები გვაქვს. ჩვენ არ შეგვიძლია ჰოროსკოპით რაღაც გრანდიოზული განვახორციელოთ“, – ამბობს რამაზ გიგაური.

მწერალი და ასტროლოგი რამაზ გიგაური ამბობს: „გამართლება პირობითია, მთავარია აზრი, მაგრამ როგორც კი ჩვენ ვიწყებთ ამ აზრის ჩვენი სიტყვებით გადმოცემას, ეს აზრი ან არის, ან არა. რადგან ერთი ადამიანი რასაც ამბობს, მეორეს ეს სხვანაირად ესმის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია“.