ყვითელი ამბები

„მე ვარ კავკასიელი ცოლი...“ – ნუკი კოშკელიშვილმა ქმარი სითამამისთვის გაკიცხა – ვიდეო

ნუკი კოშკელიშვილი მეუღლის პიკანტურ ვიდეოს აქვეყნებს. ნახეთ რა დაუშალა მოდელმა ცოლმა ამერიკელ ქმარს.
Sputnik

პანდემიით გამოწვეული ერთწლიანი განშორების შემდეგ ცნობილ მოდელსა და „ინფლუენსერს“ ნუკი კოშკელიშვილს მეუღლე, ექიმი ბენჯი ხაიმი ამერიკიდან ჩამოუვიდა. როდესაც ნუკი ბენს არაჩვეულებრივ ფორმაში დახვდა, როგორც ჩანს, მანაც გადაწყვიტა ზედმეტ კილოგრამებთან მეუღლის მეთოდებით ებრძოლა.

ნუკიმ „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ გამოაქვეყნა ვიდეოები, როგორ მიიყვანა მეუღლე ერთ-ერთ პოპულარულ პროცედურა კრიოპოლისზე. აღმოჩნდა, რომ მის მეუღლეს ზედმეტი მუცლის ცხიმი აწუხებდა. მოდელმა ეს ყველაფერი მობილურით გადაიღო და ფინალურ ეტაპზე, როდესაც მისი მეუღლე ნუკის „ფოლოვერებს“ ეპრანჭებოდა, ნუკიმ „მკაცრად“ დაუქნია თითი და უთხრა, რომ ის კავკასიელი ცოლია და ასე არ შეიძლება.

ახალ წელს წყვილი ერთად შეხვდა. სასიამოვნო სიახლე ნუკიმ სოციალური ქსელით ამცნო „ფოლოვერებს“. ამ სასიამოვნო სიახლის გარდა, ბენჯი ხაიმის ცხოვრებაში კიდევ ერთი სიახლეა, რაც ერთგვარად სწორედ პანდემიამ განაპირობა. ნუკის მეუღლემ თავი ახალ საქმიანობაში იპოვა და ეს ხელოვნებაა. როგორც აღმოჩნდა, ბენჯი შესანიშნავად ხატავს. ამ ფაქტმა ხელმომწერები ძალიან გაახარა. აღსანიშნავია ისიც, რომ ბენჯის ძალიან უყვარს ქართველები, სწორედ ამიტომ „ინსტაგრამზე“ თავისი ნახატების აღწერაში ქართულად გვესაუბრება.