ყვითელი ამბები

„მაიძულა...“ – ნახეთ რატომ იძია შური ნოე სულაბერიძეზე ნინი ბადურაშვილმა – ფოტო

მომღერალი ნინი ბადურაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს. ნახეთ რატომ გააბრაზა ის პროდიუსერმა ნოე სულაბერიძემ.
Sputnik

პროდიუსერი ნოე სულაბერიძე საჯაროდ ხშირად ეხუმრება კოლეგას, „პრაიმშოუს“ წამყვანსა და მომღერალს ნინი ბადურაშვილს. ამჯერად ნოემ სოციალურ ქსელში „ინსტაგრამის“ „ფოლოვერს“ კითხვაზე, როგორ დაახასიათებდა ნინი ბადურაშვილს, დაწერა, რომ ნინი ძალიან მონდომებული და კომფორტული თანამშრომელია, ძალიან უყვარს გასვლითი გადაღებები და ამის დასტურად ფოტო დადო, სადაც ბადურაშვილი ძროხის ფონზე პოზირებს.

„ფოტო სპეციალურად დაუდე?“ – ჰკითხეს ნოეს, რაზეც პროდიუსერმა უპასუხა, რომ ფოტოზე სალომე ღვინიაშვილიცაა, რომელიც ყოველ ჯერზე, როცა პროდიუსერი ფოტოს სადმე აქვეყნებს, პატრულს ურეკავს, რომ ნოემ ფოტო სასწრაფოდ მოაშოროს.

როგორც ჩანს, ფოტოზე არანაკლები ცუდი რეაქცია ჰქონდა ნინი ბადურაშვილსაც, რომელმაც ცოტა ხანში „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ პროდიუსერის ძველი ფოტო გაასაჯაროვა, სადაც წლების წინანდელი ნოეა, რომელსაც ზედმეტი კილოგრამები აწუხებდა. „არ მინდოდა, უბრალოდ მაიძულა“, – დაწერა მომღერალმა.

„პრაიმშოუ“ რამდენიმე წელია ტელეკომპანია „იმედზე“ გადის. მისი პროდიუსერი ნოე სულაბერიძეა, რომელიც ასევე გადაცემის თანაწამყვანია. მასთან ერთად გადაცემა ისეთ ცნობილ ადამიანებს მიჰყავთ, როგორებიც არიან მომღერლები ანრი ჯოხაძე და ნინი ბადურაშვილი, ექიმი ნინო ნადირაძე, მსახიობი ირაკლი მაქაცარია და მოდელი სალომე ღვინიაშვილი.