COVID-19 - ბოლო ცნობები

ალჟირი რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V-ს“ 500 ათას დოზას ელოდება

ალჟირის ხელისუფლება კორონავირუსზე მოსახლეობის 60-70%-ის აცრას გეგმავს, თუმცა ბავშვების ვაქცინაცია არ მოხდება.
Sputnik

თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. ალჟირის ხელისუფლება იანვარში ანტიკოვიდური რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V“-ს დაახლოებით 500 ათას დოზას ელოდება, იუწყება РИА Новости ქვეყანაში კორონავირუსის ზედამხედველობის კომიტეტის წარმომადგენელზე ჯამალ ფურარზე დაყრდნობით.

„მოსახლეობის ვაქცინაციას ვაქცინის პირველი პარტიის მიღებისთანავე დავიწყებთ“, — განუცხადა ფურარმა ალჟირულ რადიოსადგურ Chaine 2-ს.

ჩინოვნიკის თქმით, ამ დროისათვის ქვეყანაში დაახლოებით 8 ათასი სავაქცინაციო პუნქტია მომზადებული, თუმცა მათი რაოდენობა შეიძლება კიდევ გაიზარდოს.

ბრაზილიაში რუსული ვაქცინის სასწრაფო გამოყენების ნებართვას ითხოვენ

ფურარი ხაზს უსვამს, რომ ალჟირის მიერ შერჩეული პრეპარატები „უსაფრთხოა და ეფექტური“. მისი თქმით, ქვეყნის ხელისუფლება მოსახლეობის 60–70%-ის აცრას გეგმავს, რათა კოლექტიური იმუნიტეტის ჩამოყალიბებას მიაღწიოს, და იქვე განმარტა, რომ ბავშვები არ აიცრებიან.

გარდა რუსეთისა, ჩინოვნიკის თქმით, ალჟირის ხელისუფლება მოლაპარაკებებს აწარმოებს ვაქცინის ჩინელ მწარმოებლებთანაც.

ალჟირი 2020 წლის 10 დეკემბერს პირველი აფრიკული ქვეყანა გახდა, სადაც ანტიკორონავირუსული ვაქცინა „სპუტნიკ V“ დარეგისტრირდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, COVID-19-ით დაავადებულთა საერთო რაოდენობა 103 ათას კაცს აჭარბებს, საიდანაც 70 ათასი განიკურნა, ხოლო 2836 გარდაიცვალა.