საქართველოში მიწისძვრა მოხდა

3,0 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრა თბილისიდან 58 კილომეტრში, ქალაქ წალკიდან 16 კილომეტრში, სოფელ მამიშლართან მოხდა
Sputnik

თბილისი, 17 იანვარი – Sputnik. დღეს, დილით საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მისი ეპიცენტრი წალკასთან მდებარეობდა, იუწყება დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.

პირველადი ინფორმაციით, მიწისძვრა, რომელიც 17 იანვარს 03:39 საათზე წალკიდან 16 კილომეტრში, სოფელ მამიშლართან მოხდა, 3,0 მაგნიტუდის სიძლიერისა იყო. მისი კერა 12 კმ სიღრმეზე მდებარეობდა.

ნგრევისა და სხვა დაზიანებების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.