ფარავნის უღელტეხილზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საქართველოს გზებზე უამინდობამ პრობლემები შექმნა. უახლოეს დღეებში გამოდარება მოსალოდნელი არ არის. 18-20 იანვარს გზებზე მოსალოდნელია ლიპყინული
Sputnik

თბილისი, 17 იანვარი - Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის 94-110-ე კმ მონაკვეთზე (ფარავანის უღელტეხილი) ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა, იუწყება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

ყაზბეგის მერი: უამინდობის გამო ყაზბეგში ჩარჩენილ ასამდე ადამიანს დახმარება გაეწია

შეზღუდვა რთული მეტეოროლოგიური პირობების - ქარბუქისა და დაბალი ხილვადობის გამო დაწესდა.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საქართველოს გზებზე უამინდობამ პრობლემები შექმნა. სტეფანწმინდა-მცხეთა-ლარსის კობი-გუდაურის მონაკვეთი ზვავსაშიშროების გამო 11 იანვრიდან დაკეტილია, ყაზბეგსა და სტეფანწმინდაში უამრავი მანქანაა გაჩერებული.

გარდა ამისა, უამინდობის გამო აკრძალულია ტრანსპორტის მოძრაობა ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის ორ მონაკვეთზე (ქვემო სვანეთის ტერიტორიაზე).

გუდაური-კობის დამაკავშირებელი საბაგიროები ჩაირთო >>

უახლოეს დღეებში უამინდობა შენარჩუნდება. 18-20 იანვარს სინოპტიკოსები თოვლს, ქარბუქს და ყინვას ვარაუდობენ.