კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: ინფიცირების მაჩვენებელი კვლავ მაღალია

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.236-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 247.025-ს მიაღწია.
Sputnik

თბილისი, 16 იანვარი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 1.236 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 485  შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა, ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახური ავრცელებს.

ბოლო 24 საათში ჩატარდა 15.152 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 9.208, PCR ტესტით – 5.944. შესაბამისად, დადებითი პასუხი ტესტების 8,2%-მა აჩვენა.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთია, შემდეგ კი სამეგრელო–ზემო სვანეთი.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:

იმერეთი – 219, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 122, შიდა ქართლი – 87, კახეთი – 87, აჭარა – 84, ქვემო ქართლი – 55, მცხეთა-მთიანეთი – 35, გურია – 28, სამცხე-ჯავახეთი – 27, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7.
როდის დაიწყება სწავლა ჩვეულ რეჟიმში: გაბუნიას განმარტება

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2.189 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 231.385-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით გარდაიცვალა 23 ადამიანი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გარდაცვლილთა რაოდენობამ 2.916-ს მიაღწია.

ამ დროის მონაცემებით საქართველოში 12. 698 ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა.

აქედან 3.670 ადამიანი მკურნალობს კოვიდ-კლინიკებში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1.764, იმერეთში – 716, აჭარაში – 314.

770 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა (აქტიური პაციენტების 6მ1%). ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 238 პირი, მათგან თბილისში – 166, იმერეთში – 27, აჭარაში – 7.

კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 638  ადამიანი, მათ შორის 255 – თბილისში, 303– აჭარაში, 33 – იმერეთში.

ბინაზე მკურნალობს 8.390 ადამიანი (აქტიური შემთხვევების 66%).

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეებში იმყოფება 528 ადამიანი, აქედან: თბილისში – 225, აჭარაში – 107, ხოლო იმერეთში – 7.

თვითიზოლაციაში იმყოფება 24.107  ადამიანი, მათ შორის თბილისში – 13.425 პირი, იმერეთში – 2.728, აჭარაში – 2.041.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.236 გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 247.025-ს მიაღწია.