კახეთში სამი პირი დანით დაჭრეს

ბრალის დამტკიცების შემთხევავაში დაკავებულს სასჯელის სახით 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
Sputnik

თბილისი, 16 იანვარი - Sputnik. სამართალდამცველებმა გურჯაანში ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე 50 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, მიმდინარე წლის 15 იანვარს გურჯაანის მუნიციპალიტეტში ბრალდებულმა ცივი იარაღით სამ პირს სხეულზე ჭრილობები მიაყენა და მიიმალა. მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე ერთ-ერთ ფერმაში დააკავეს, დანაშაულის იარაღი - დანა კი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

რაც შეხება დაშავებულებს, ისინი კლინიკაში არიან გადაყვანილები და შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.

ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის  117-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.