ჯანმო: არ მოსთხოვოთ მოქალაქეებს ვაქცინაციის სერტიფიკატი

ჯანმოს კომიტეტის წევრებმა მსოფლიოში კორონავირუსთან დაკავშირებული ეპიდვითარება და ის საფრთხეები განიხილეს, რომლებიც კორონავირუს SARS-CoV-2-ის ახალი შტამების გამოჩენას უკავშირდება
Sputnik

თბილისი, 16 იანვარი - Sputnik. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) COVID-19-ის საკითხებში საგანგებო სიტუაციების კომიტეტმა ქვეყნებს მისცა რეკომენდაცია, ჩამომსვლელ მოქალაქეებს კორონავირუსზე ვაქცინაციის შესახებ სერტიფიკატები არ მოსთხოვონ, ნათქვამია „როსპოტრებნადზორის“ ვებგვერდზე.

პანდემიის განვითარების ორი მოდელი 2021 წელს: რა მოხდება უკეთეს და უარეს შემთხვევებში

აღნიშნულია, რომ შაბათს ჯანმოს გენერალური დირექტორის, ტედროს ადანომ გებრეიესუსის დავალებით გაიმართა კომიტეტის მეექვსე სხდომა, რომელშიც რუსული უწყების სამეცნიერო ორგანიზაციები მონაწილეობდნენ.

„განხილულია საკითხი ტრანსსასაზღვრო მოგზაურობებისთვის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სერტიფიკატების შემოღების საკითხი. ჯანმოს ექსპერტებმა ქვეყნებს ურჩიეს, არ მოსთხოვონ ჩამომსვლელ პირებს მსგავსი დოკუმენტები, რადგან ბევრ ქვეყანაში ვაქცინების ხელმისაწვდომობა ძალზე შეზღუდულია და მათი ეფექტურობა ჯერ კიდევ შესწავლის საგანს წარმოადგენს“, - ნათქვამია განცხადებაში.

აღინიშნა, რომ „ბრიტანული“ შტამის აღმოჩენის გამო კომიტეტმა გამოსცა რეკომენდაცია, „გაიზარდოს ლაბორატორიული სიმძლავრეები კორონავირუსების თანმიმდევრული გამოვლენის მიზნით და მოხდეს მათი გენეტიკური მიმდევრობების შესახებ მონაცემების ოპერატიული გაცვლა“. ეს ღონისძიებები ინფექციების წარმატებული მკურნალობის მიზნით ცოდნის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

ხაზგასმულია, რომ „როსპოტრებნადზორი“ კორონავირუსის შესახებ მონაცემების გაცვლის მიზნით ჯანმოსთან მომავალშიც ითანამშრომლებს.