ძლიერი მიწისძვრის შედეგები ინდონეზიაში - ფოტო

Sputnik

გუშინ ქვეყანაში 5,7 და 6,2 მაგნიტუდის ორი მიწისძვრა მოხდა. მეორე მიწისძვრის ეპიცენტრი კუნძული სულავესის ქალაქ მამუჯუს მახლობლად იყო. ბოლო მონაცემებით, სტიქიის შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე ასეული დაშავდა. 

1 / 10
ხუთშაბათს ინდონეზიის კუნძულ სულავესიზე 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა
2 / 10
სტიქიის შედეგად დაიღუპა 26 ადამიანი
3 / 10
სხვადასხვა კატეგორიის დაზიანება მიიღო ასობით ადამიანმა
4 / 10
პროვინცია დასავლეთ სულავესიში დაახლოებით 2 ათასი ადამიანი გახდა იძულებული დაეტოვებინა საცხოვრებელი
5 / 10
დანგრეულია 60 შენობა
6 / 10
მათ შორის მამუჯუს საავადმყოფოც, რომლის ნანგრევებშიც კვლავ იმყოფებიან ადამიანები
7 / 10
ევროპის ხმელთაშუაზღვის სეისმოლოგიური ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ პარე-პარედან ჩრდილო დასავლეთით 139 კილომეტრში იყო
8 / 10
კერა რვა კილომეტრის სიღრმეზე იყო
9 / 10
ინდონეზიის მეტეოროლოგიისა და გეოფიზიკის სააგენტოს ხელმძღვანელმა დვიკორიტ კარნავატიმ განაცხადა, რომ დაფიქსირდა 26-ზე მეტი აფთერშორკი
10 / 10
მიწისქვეშა ბიძგებმა რამდენიმე მეწყერის ჩამოწოლაც გამოიწვია