თბილისის „დინამომ“ სერბ თავდამსხმელთან კონტრაქტი გააფორმა

კარიერის უმეტესი ნაწილი მარუშიჩმა სერბეთისა და ბოსნიის და ჰერცეგოვინას კლუბებში გაატარა, „დინამოში“ კი ბელარუსის ჩემპიონატიდან გადავიდა
Sputnik

თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა ფეხბურთში - თბილისის „დინამომ“ სერბ თავდამსხმელთან, ზორან მარუშიჩთან კონტრაქტი გააფორმა, ნათქვამია კლუბის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისის „დინამო“ - საქართველოს ჩემპიონია

შეთანხმება „დინამოსა“ და 27 წლის ფორვარდს შორის, რომელიც თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს, 1+1 სისტემით არის შედგენილი. გარიგების ფინანსური მხარე არ საჯაროვდება.

მარუშიჩი „დინამოში“ გადავიდა ბელარუსის ჩემპიონატიდან, სადაც გროდნოს „ნემანის“ სახელით ასპარეზობდა. კლუბის შემადგენლობაში სერბმა თავდამსხმელმა 28 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

კარიერის უმეტესი ნაწილი მარუშიჩმა სერბეთისა და ბოსნიის და ჰერცეგოვინას კლუბებში გაატარა. გამოცემა transfermarkt.com-ის შეფასებით, თავდამსხმელის შეფასება 500 ათას ევროს შეადგენს.