კასპში ყოფილ პოლიციელს მძევლები ჰყავდა აყვანილი

თავდასხმელი შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელია. მან უწყების რიგები 2018 წელს დატოვა. მიმდინარეობს გამოძიება
Sputnik

თბილისი, 16 იანვარი - Sputnik. კასპში დილიდან სპეცოპერაცია მიმდინარეობდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილმა პოლიციელმა მძევლად აიყვანა ორი მოქალაქე, რომლებიც მრავალსაათიანი მოლაპარაკებების შედეგად გაათავისუფლა. 

თავდასხმელი დაკავებულია, მძევლების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.