თბილისი, 15 იანვარი – Sputnik. საქართველოს ორი პენიტენციური დაწესებულების პატიმრებს შორის ჩატარებული 506 PCR-ტესტიდან ყველა უარყოფითი აღმოჩნდა, ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ტესტირება გაიარა 234-მა პატიმარმა რუსთავის N16 და N12 პენიტენციურ დაწესებულებებში.
უწყების ინფორმაციით, ტესტირება ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში რეგულარულად, ორ კვირაში ერთხელ ჩატარდება.
„სპეციალური პენიტენციური სამსახური აგრძელებს პატიმრების ინტენსიურ PCR–ტესტირებას და შედეგების შესახებ საზოგადოებას ეტაპობრივად მიაწვდის ინფორმაციას“, – ნათქვამია განცხადებაში.
13 იანვარს კორონავირუსი ქუთაისის №2 პენიტენციური დაწესებულების ერთ პატიმარს აღმოაჩნდა.