ლატვიელი სტრინგერი მის სახლში მრავალსაათიანი ჩხრეკის შესახებ ჰყვება

რუსულენოვან ლატვიელჟურნალისტებს, მათ შორის იმათ, ვინც სააგენტო Sputnik ლატვიასა და პორტალ Baltnews–სთან თანაშრომლობდნენ, ევროკავშირის სანქციების დარღვევაში დასდეს ბრალი.
Sputnik

თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. ჟურნალისტმა ალა ბერეზოვსკაიამ, რომლის სახლშიც ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჩხრეკა ჩაატარა საერთაშორისო სანქციების დარღვევაში ეჭვის საფუძველზე, უწყების თანამშრომლების ქმედებებს კორექტული უწოდა, თუმცა განაცხადა, რომ არ ესმის, როგორ შეიძლება ჟურნალისტი „სტატიებისთვის გასამართლდეს“.

ლატვიელი სტრინგერი მის სახლში მრავალსაათიანი ჩხრეკის შესახებ ჰყვება

Sputnik ახლო საზღვარგარეთი მანამდე იუწყებოდა, რომ რუსულენოვან ლატვიელჟურნალისტებს, მათ შორის იმათ, ვინც სააგენტო Sputnik ლატვიასა და პორტალ Baltnews–სთან თანაშრომლობდნენ, ევროკავშირის სანქციების დარღვევაში დასდეს ბრალი. მათ სახლებში ჩატარდა ჩხრეკა, ჩამოართვეს გაუთქმელობისა და ქვეყნიდან გაუსვლელობის ხელწერილები.

სააგენტოს ინფორმაციით, ბრალდება ლატვიის სისხლის სამართლის კოდექსის 84–ე მუხლით არის წარდგენილი, რომელიც ითვალისწინებს სასჯელს ფულადი ჯარიმიდან პატიმრობამდე.

„Sputnik–ლატვია“ და Baltnews მედიაჯგუფ Россия сегодня-სთან არიან კავშირში, თუმცა ის ჟურნალისტები, რომლებიც ამ მედიასაშუალებებისთვის წერენ, არიან არა მისი თანამშრომლები, არამედ შტატგარეშე ავტორები.

ლატვიელი სტრინგერი მის სახლში მრავალსაათიანი ჩხრეკის შესახებ ჰყვება

რუსეთის საგარეო სამინისტრომ ლატვიის ხელისუფლების მოქმედებებს რუსულენოვანი ჟურნალისტების მიმართ სადამსჯელო აქცია უწოდა. უწყებაში აღნიშნეს, რომ სანქციებს პერსონალური ხასიათი აქვს და კონკრეტულად Россия сегодня-ს გენერალურ დირექტორ დმიტრი კისელიოვს ეხება და არ შეიძლება ვრცელდებოდეს ყველაზე, ვინც მედიჰოლდინგთან თანამშრომლობს. Россия сегодня-ს მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი იმედოვნებს, რომ რუსეთი უპასუხებს რუსულენოვანი ჟურნალისტების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებს.

„სახლის დეტალური ჩხრეკა რამდენიმე საათის განმავლობაში — აქედან გამომდინარე ყველა შედეგით. თუმცა, პრინციპში, ყველაფერი კორექტული ფორმით მიმდინარეობდა, რომ არა მკვეთრად მომატებული წნევა — 176/114–ზე და პულსი 132... ყველაზე მტანჯველი მაინც კავშირის საშუალებების გარეშე დარჩენა იყო“, — დაწერა ბერეზოვსკაიამ საკუთარ Facebook–ზე.

ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარი იყო, რატომ მივიდნენ უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები მასთან არა საღამოს, არამედ დილით.

„არ მესმის, რატომ მომიტოვეს დესერტად და ღამით არ მოვიდნენ? მე მათ დღისით შეხვედრა შევთავაზე ჩვენთვის კარგად ნაცნობ სახლში, მაგრამ ამაოდ – პროცედურას ვერ შეეწინააღმდეგები. წინ დიდი გზა მელოდა იურმალიდან სადღესასწაულოდ მორთულ რიგამზე. როგორც გამომძიებლის სიტყვებიდან გავიგე,  ახლა მეც 84–ე მუხლით ვარ ეჭვმიტანილი — ევროკავშირის სანქციების დარღვევის გამო. როგორ შეიძლება გაასამართლო მუსიკოსი მუსიკის, პოეტი ლექსის, ხოლო ჟურნალისტი სტატიების გამო? ევროპის ქვეყანაში! 21–ე სააუკუნეში?!. ირკვევა, რომ ლატვიაში შეიძლება. რას იზამ, როგორც ჩანს, ამის გავლა მომიწევს... მადლობა მეგობრებს — ძველი კომპიუტერი მომცეს“, — წერს ბერეზოვსკაია.