თბილისი, 15 იანვარი – Sputnik. თბილისში, გლდანის რაიონში 3 250 აბონენტს გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა. ინფორმაციას გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, გლდანის რაიონში ავტომობილის შეჯახების შედეგად საშუალო წნევის გაზსადენი დაზიანდა.
ავარიის შედეგად გაზის მიწოდება ძირითადად გლდანის პირველ, მეორე და „ა“ მიკრორაიონების მცხოვრებლებს შეუწყდათ. კომპანია აქვეყნებს ყველა იმ მისამართს, სადაც გაზმომარაგებაა შეწყვეტილი.
კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება 16:00 სთ-დან და 20:00 სთ-მდე დასრულდება.