COVID-19 საქართველოში – ახალი მონაცემები

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 229.196  ადამიანი (ბოლო 24 საათში – 837), გარდაიცვალა – 2.893  (ბოლო 24 საათში – 26), კარანტინის რეჟიმშია 499, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3.732 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 648 ადამიანი იმყოფება.
Sputnik

თბილისი, 15 იანვარი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.177-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 245.789-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 229.196 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 837), გარდაიცვალა – 2.893 (ბოლო 24 საათში – 26), კარანტინის რეჟიმშია 499, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3.732 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 648 ადამიანი იმყოფება. 

ბოლო 24 საათში ჩატარდა 15.205 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 7.265, PCR ტესტით – 7.940.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.