ყვითელი ამბები

სოფო ნიჟარაძემ ფეხმძიმობის შემდეგ წონაში საგრძნობლად დაიკლო – უახლესი ფოტოები

ფეხმძიმობის პერიოდში მომატებული კილოგრამები წარსულს ჩაბარდა. ამერიკაში მცხოვრები წარმატებული მომღერალი ლიფტში გადაღებულ უახლეს ფოტოს აქვეყნებს. როგორც ყოველთვის, სოფო შეუდარებლად გამოიყურება. როგორ შეაფასებთ არტისტის ვიზუალს ქალიშვილის გაჩენის შემდეგ?
Sputnik

რამდენიმე თვეა სოფო ნიჟარაძე მეუღლესთან და პაწაწინა ქალიშვილთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს. მისი მეორე ნახევრისა და ახალშობილის მამის ვინაობა ჯერ კიდევ უცნობია. მასმედიაში მხოლოდ ქალიშვილის დაბადების თარიღი და სახელი ვრცელდება. სოფო, თავის მხრივ, დუმილს არ არღვევს და არც მისი ცნობილი მეგობრები ცდილობენ მის პირად სივრცეში შეჭრას. მომღერალმა დასახული მიზანი 35 წლის ასაკში აიხდინა და შტატებში ფეხმძიმე გაემგზავრა.

აღმოჩნდა, რომ სოფო ნიჟარაძე ფეხმძიმობას საგულდაგულოდ მალავდა. ახლა სოფო ნიჟარაძის თაყვანისმცემლები და ოჯახის ახლობლები განსაკუთრებით ბედნიერები არიან. მასმედიაში გავრცელებული ცნობით, ერთ-ერთმა გამორჩეულმა მომღერალმა ამერიკაში იმშობიარა. მას გოგონა შეეძინა. მომღერლის Instagram-ზე პასიურობა სულ უფრო იგრძნობა, თუმცა ხანდახან თაყვანისმცემლების განებივრებას „სთორებით“ მაინც ცდილობს.

ცნობილი მომღერალი ამერიკაში საცხოვრებლად გაემგზავრა. რამდენიმე თვის მანძილზე ის ცხოვრების ყველაზე დიდ ბედნიერებას მალავდა, მოგვიანებით კი პანდემიის გამოცხადებას დაასწრო და ამერიკაში გაფრინდა. სოფო ნიჟარაძის ცხოვრებაში საუკეთესო პერიოდი დადგა. ახლა კი საახალწლოდ მორთულ ქუჩებში სეირნობს და შოპინგსაც ასწრებს. გარდა ამისა, მომღერალმა ამერიკაში ვარჯიშიც დაიწყო, რამაც მისი ტანი მეტად მომხიბლავი გახადა.

სოფომ ფეხმძიმობის პერიოდში გამოქვეყნებული რამდენიმე სურათი ისე გამოაქვეყნა, რომ ვერავინ მიხვდა, თუ რას მალავდა მომღერალი. მისი Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე 11 აპრილით დათარიღებული ფოტო მოიპოვება, რომელზეც ნიჟარაძე 7 თვის ფეხმძიმეა და მისი ცხოვრების ამ მნიშვნელოვან მოვლენას ის შარფითა და დიდი ზომის შავი ქურთუკით მალავდა.