ყვითელი ამბები

ნინა სუბლატი ვაჟიშვილს ეთამაშება – მომღერლის გულისამაჩუყებელი ვიდეო

მომღერალს დედობა განსაკუთრებით მოუხდა. ასე ცდილობს პატარა ვაჟის გართობას ულამაზესი შემსრულებელი. უახლესი ვიდეო სოციალური ქსელიდან.
Sputnik

ნინა სუბლატს და გიორგი შამანაურს ვაჟი 26 აგვისტოს ეყოლათ. მუსიკოსების ვაჟი დედას „ერთი-ერთში“ ჰგავს. ნინამ სულ ცოტა ხნის წინ უსაყვარლესი ფოტო გამოაქვეყნა. პატარა ბიჭუნას დედასავით ლურჯი თვალები და ქერა თმა აქვს.

ნინა სუბლატი ვარსკვლავურ ტრენდს არ აჰყვა და შვილის სახე პირველივე დღეს გამოაჩინა. ბიჭუნას ალექსანდრე დაარქვეს. მომღერალმა ფეხმძიმობის პერიოდში რამდენიმე ემოციური პოსტი დაწერა, მათ შორის თაყვანისმცემლებისთვის გამოკითხვა ჩაატარა. ის ამ ტიპის კომუნიკაციას „ფოლოვერებთან“ არ წყვეტს. აღმოჩნდა, რომ ნინამ ფეხმძიმობის პერიოდში 20 კილოგრამი მოიმატა. ახლა შვილს უვლის და არასასურველ წონასაც საკუთარი ძალებით ებრძვის.

უახლეს ვიდეოზე ნინას განსაკუთრებული მზრუნველობა და შვილის მიმართ დამოკიდებულება გულგრილს არ დაგტოვებთ. მომღერალი შვილის გაცინებას ცდილობს, რამაც შედეგი გამოიღო. უმცროსი შამანაური დედის ასეთი მოქმედებების გამო ჩაბჟირებამდე იცინის. გადამდები სიცილის ავტორი უკვე ხუთი თვისაა.

წარმატებული მომღერალი ფეხმძიმობის პერიოდში დიდი სირთულეების წინაშე აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, მან საკუთარ თავში ძალა იპოვა და კომპოზიტორი მეუღლის დახმარებით ფეხმძიმობამ ჰარმონიულად ჩაიარა. კორონავირუსის გავრცელების დროს მისი ნათესავი დაინფიცირდა, რის გამოც ნინა სუბლატი რამდენიმე კვირის მანძილზე საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა.