COVID-19 - ბოლო ცნობები

„იქნება უფრო მძიმე“: ჯანმო რთულ COVID-წელიწადს პროგნოზირებს

ჯანმოს მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 90 მილიონ ადამიანს გადააჭარბა, აქედან თითქმის 2 მილიონი პაციენტი გარდაიცვალა.
Sputnik

თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. კორონავირუსის პანდემიის მეორე წელი შეიძლება იმაზე უფრო მძიმეც გამოდგეს, ვიდრე პირველი წელი იყო, განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციათა პროგრამის დირექტორმა მაიკლ რაიანმა.

​„ჩვენ [პანდემიის] მეორე წელში გადავდივართ და, კორონავირუსის დინამიკის, გავრცელებისა და ზოგი სხვა პრობლემის გათვალისწინებით, ის შეიძლება უფრო მძიმე აღმოჩნდეს“, — აღნიშნა მან.

ჯანმოს წარმომადგენლის თქმით, ორგანიზაციაში ბოლო ორი კვირის განმავლობაში შესული მონაცემებით ირკვევა, რომ დაავადებამ „კვლავ მიაღწია პიკს“.

როგორც მაიკლ რაიანმა განაცხადა, ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, განსაკუთრებით ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში, „იდეალური შტორმი“ შეინიშნება. ინფექციის გავრცელების ზრდა განაპირობა ყინვებმა, ადამიანების შენობებში თავმოყრამ და ასევე კორონავირუსის ახალი შტამების ცირკულაციამ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა მისი აფეთქების მომენტიდან დღემდე 90 მილიონს აჭარბებს. აქედან თითქმის 2 მილიონი პაციენტი გარდაიცვალა.