ყვითელი ამბები

კახა კალაძის ვაჟს მთელი ოჯახი ეძებდა – სად იმალებოდა პატარა ნიკოლა კალაძე?

ნიკოლა კალაძის პოვნის შემდეგ ანუკიმ სოციალურ ქსელში ემოციური ფოტო გამოაქვეყნა. როგორ დაემალა ოჯახის წევრებს უმცროსი კალაძე?
Sputnik

კალაძეების მოუსვენარი ბიჭი ოჯახის წევრებს ახალ თავსატეხებს უქმნის. უზარმაზარ სახლში ბიჭმა ახალი თავშესაფარი იპოვა და ახლა მშობლებისგან ჩუმად იქ იმალება. ანუკი არეშიძემ პატარა ვაჟი სრულიად შემთხვევით იპოვა და სოციალური ქსელის მომხმარებლებს ემოციური ფოტო გაუზიარა.

ნიკოლა კალაძეს წყნეთის აგარაკის საახალწლო მორთულობა განსაკუთრებით მოსწონს. სულ ცოტა ხნის წინ კახა კალაძემ ვაჟის ვიდეო გამოაქვეყნა, რომელზეც, როგორც ყველა ბავშვი, ნიკოლა კალაძეც ცდილობს საახალწლო სათამაშოების ნაძვის ხიდან მოხსნას, რაშიც თბილისის მერი ხელს უშლის. პატარა ნიკოლა კი თავისი ნათქვამის გატანას მამის თანდასწრებით ცდილობს.

პატარა პრინცმა ახლა მშობლების შეშინება სცადა. ნიკოლა კალაძე ყოვლად მოულოდნელად ნაძვის ხის ძირში ჩაიმალა და ის ანუკიმ აღმოაჩინა. ბიჭს მხოლოდ ფეხები უჩანს და ისიც წითელი რომ არ სცმოდა, კიდევ დიდი ხნის მანძილზე ვერ იპოვიდნენ. როგორც ჩანს, ნიკოლა კალაძეს ახალი დასამალი ადგილი ძალიან ხიბლავს.

მიუხედავად იმისა, რომ ნიკოლა ოჯახის ყველაზე მოუსვენარი წევრია, უფროსი ძმები მის მორჯულებას სხვადასხვა ხერხებით ახერხებენ. ბიჭები ერთად ცეკვავენ, წყნეთის აგარაკის ეზოში ფეხბურთს თამაშობენ, ძაღლებს უვლიან ან მამასთან ერთად სკუტერით ერთობიან. ნიკოლა კალაძეც ცდილობს უფროს ძმებს მიბაძოს. ახლა ბიჭები ყველაზე პატარა კალაძესთან ერთად ლეკვებისთვის სახელების მოფიქრებას ცდილობენ. ამაში მათი მოდური დედაც აქტიურადაა ჩართული.