კორონავირუსი დაამარცხა: ამირან გამყრელიძე უკვე სამსახურშია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს ამირან გამყრელიძეს კორონავირუსი 29 დეკემბერს დაუდასტურდა ინფიცირებულ პაციენტთან კონტაქტის შემდეგ.
Sputnik

თბილისი, 14 იანვარი – Sputnik. საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კორონავირუსი დაამარცხა და სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდა.

ამირან გამყრელიძეს ვირუსი მსუბუქ ფორმებში ჰქონდა და მკურნალობის კურსს ბინაზე გადიოდა.

გამყრელიძეს კორონავირუსი 29 დეკემბერს დაუდასტურდა მას შემდეგ, რაც ინფიცირებულ პაციენტთან ჰქონდა კონტაქტი. 

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.357-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 244.612-ს მიაღწია.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 748 პირი და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 228.359-მდე გაიზარდა.