ყვითელი ამბები

ნუკი კოშკელიშვილმა ქმარს პოსტი დაუწერა? – ნახეთ რას წერს ბენი

ნუკი კოშკელიშვილის ქმარი სოციალურ ქსელში ძალიან გააქტიურდა. ნახეთ რას წერს ბენი ქართულად „ინსტაგრამის“ გვერდზე.
Sputnik

ცნობილი მოდელისა და ტელეწამყვანის ნუკი კოშკელიშვილის ამერიკელი ქმარი ბენ ხაიმი „ინსტაგრამის“ გვერდზე ქართულენოვან განცხადებას აქვეყნებს. როგორც ბენი წერს, მას შემდეგ, რაც პანდემიის გამო ერთი წლის შემდეგ ცოლ-შვილთან ერთადაა, ნუკი უფრო ლამაზად გამოიყურება ვიდრე ოდესმე, შვილი ოლივერი კი მთელ მსოფლიოში ყველაზე მხიარული და მშვიდია.

„ვერაფერი შეცვლის საყვარელ ადამიანებთან ყოფნას და მათ გვერდით ყოფნას“, – წერს ნუკის ქმარი. საინტერესოა, ბენმა ქართულად წერა-კითხვა ასე კარგად ისწავლა, თუ ცოლმა დაუწერა პოსტი?

ნუკი კოშკელიშვილმა მეუღლის დაბრუნების შესახებ „ფოლოვერებს“ რამდენიმე დღის წინ ამცნო. როგორც ნუკი ამბობს, ოლივერს მამის დანახვაზე უცნაური რეაქცია ჰქონდა. ბავშვისთვის დაუჯერებელი იყო, რომ მის წინ იდგა მამა, რომელთანაც მანამდე კონტაქტი მხოლოდ ტელეფონით ჰქონდა.

ამ სასიამოვნო სიახლის გარდა, ბენჯის ცხოვრებაში კიდევ ერთი სიახლეა, რაც ერთგვარად სწორედ პანდემიამ განაპირობა. ნუკის მეუღლემ თავი ახალ საქმიანობაში იპოვა და ეს ხელოვნებაა. როგორც აღმოჩნდა, ბენჯი შესანიშნავად ხატავს. ამ ფაქტმა ხელმომწერები ძალიან გაახარა. აღსანიშნავია ისიც, რომ ბენჯის ძალიან უყვარს ქართველები, სწორედ ამიტომ „ინსტაგრამზე“ თავისი ნახატების აღწერაში ქართულად გვესაუბრება.

„მეგობრებო, 2020 წელი გიჟური წელი იყო. ეს სტრესული იყო ბევრი ადამიანისთვის. განსაკუთრებით ამ წლის ბოლო თვეების განმავლობაში. მე დავიწყე ხატვა. გადავწყვიტე მეტი დრო დავუთმო იმას, რაც ცხოვრებაში მიყვარს. ჩემი ახალი გატაცება ნამდვილად მსიამოვნებს. ეს ბედნიერებას მანიჭებს“, – მოგვმართა ბენმა.

წყვილმა ახალ წელს ერთად გადაღებული ახალი ფოტოც გამოაქვეყნა, სადაც ერთად ძალიან ბედნიერები არიან. ნუკის ხელმომწერებმა ხუმრობით ისიც აღნიშნეს, რომ ბენი ნუკის მაგივრადაც კი მოენატრათ და ისიც დაამატეს, რომ წყვილის ერთად ყოფნა ძალიან უხარიათ.