იმერეთში მაშველებმა ოთხი მწყემსი გადაარჩინეს

ადგილობრივები ნახირს მწყემსავდნენ, მაგრამ ადიდებული რიონის გამო გამოსასვლელი დაიტბორა და ისინი მდინარის მარცხენა სანაპიროზე დარჩნენ. მაშველებს მათ გამოსაყვანად რამდენიმე საათი დასჭირდათ.
Sputnik

თბილისი, 13 იანვარი – Sputnik. იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს ოთხი საათი დასჭირდათ იმისთვის, რომ ადიდებული მდინარის გამო მეორე ნაპირზე დარჩენილი ოთხი მწყემსი უსაფრთხო ადგილზე გამოეყვანათ, იუწყება იმერეთის მხარის გუბერნატორის პრეს-სამსახური.

აღმოსავლეთ საქართველოში უამინდობას ებრძვიან

უხვი ნალექის გამო რიონი ნაპირებიდან გადმოვიდა, რის გამოც სოფელ გომის მწყემსები მდინარის მარცხენა სანაპიროზე დარჩენ, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას პირუტყვი გაჰყავს საძოვარზე. ადიდებულმა მდინარემ გამოსასვლელი დატბორა და მწყემსები გამოსვლას ვეღარ ახერხებდნენ. საჭირო გახდა სპეციალური ტექნიკისა და მაშველების მობილიზება.

ადგილზე იმყოფებოდნენ სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე, სამტრედიის მერი ვალერი ფოცხვერია და იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს უფროსი ვლადიმერ ჯღამაძე.

ხანგრძლივმა წვიმებმა პრობლემები შექმნა არა მხოლოდ იმერეთში, არამედ დასავლეთ საქართველოს სხვა რეგიონებშიც.