ტიკარაძე: საქართველო კორონავირუსის შესაძლო მესამე ტალღისთვის მზად უნდა იყოს

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, საქართველომ მიღებული გამოცდილება მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს და სავარაუდო მესამე ტალღის შემთხვევაში ქვეყანა მზად უნდა იყოს კორონავირუსთან ბრძოლისთვის.
Sputnik

თბილისი, 13 იანვარი – Sputnik. კორონავირუსის სავარაუდო მესამე ტალღა შესაძლოა თებერვლის მეორე ნახევრიდან დაიწყოს. განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

თენგიზ ცერცვაძე: „საბედნიეროდ, კორონავირუსის  პიკმა გადაიარა"

მინისტრის განცხადებით, როცა მსოფლიო ინფექციის გავრცელების მესამე ტალღაზე საუბრობს, საქართველო გამონაკლისი ვერ იქნება, ამიტომ მნიშვნელოვანია ქვეყანა იყოს მზად და ვირუსთან ბრძოლაში დაგროვილი გამოცდილება მაქსიმალურად გამოიყენოს.

„ევროპაში მესამე ტალღა უკვე დაწყებულია, ჩვენ მეორე ფაზა შედარებით გვიან გვქონდა. მესამე ტალღისთვის არა მხოლოდ მზად უნდა ვიყოთ, არამედ აქცენტი უნდა გვქონდეს ინფექციის შეკავებაზე“, – განაცხადა ტიკარაძემ.

საქართველო კორონავირუსის მეორე ტალღას ებრძვის. ქვეყანაში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.618-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 243.255-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.