ბიძინა ივანიშვილი: ნუ დამირეკავთ კონსულტაციებისთვის

მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ყოფილმა თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ გუნდის საქმიანობაში აღარ ჩაერევა.
Sputnik
ბიძინა ივანიშვილი: ნუ დამირეკავთ კონსულტაციებისთვის
„მე არც კონსულტაციები მექნება, არც მხარდამჭერი ვიქნები „ქართული ოცნების“. ჩემი მოქალაქეობრივი მაქსიმალური აქტიურობა არჩევნებზე მისვლა და იქ ჩემი პოზიციის დაფიქსირება იქნება. არანაირი ინტერვიუ, საჯარო განცხადება, არ დავურეკავ რომელიმე გუნდის წევრს, არანაირი შენიშვნის მიცემა არ იქნება ჩემი მხრიდან – რომ შენ ეს კარგად არ გააკეთე, ან არ გამოგივიდა. მე გუნდთან რამდენჯერმე გავიმეორე, რომ ნუ დაელოდებით ჩემგან შენიშვნებს, ამ მხრივ თქვენ აბსოლუტურად თავისუფალი იქნებით. ნუ დამირეკავთ და ნუ დამისვამთ კონსულტაციებისთვის შეკითხვებს. აი, ეს არის განსხვავება იმაში, რაც იყო ადრე და რაც არის დღეს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მმართველი პარტიის ყოფილი თავმჯდომარის განმარტებით, ის იმ ყოფით ცხოვრებას უბრუნდება პოლიტიკის გარეშე, რომელიც ძალიან მოსწონდა და დღესაც მოსწონს.